"დღესდღეობით საქართველოში ფრენები დარჩება იმ რეჟიმში, როგორშიც არის" "დღესდღეობით საქართველოში ფრენები დარჩება იმ რეჟიმში, როგორშიც არის" /> "/> " />


  13:54:46     20-08-2020

"დღესდღეობით საქართველოში ფრენები დარჩება იმ რეჟიმში, როგორშიც არის"

a101580.jpg

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღესდღეობით საქართველოში ფრენები დარჩება იმ რეჟიმში, როგორშიც არის.

მისივე თქმით, ფრენების აღდგენის ან შეჩერების გადაწყვეტილების გახანგრძლივებას კოვიდინფექციის გავრცელების შესაბამისად მიიღებენ.

"ეს არის გლობალური პრობლემა და ამასთან დაკავშირებით თქვენ იცით, რომ მნიშვნელოვანია ის სტატისტიკა, თუ რომელ ქვეყანაში, როგორ ვითარდება კოვიდინფექციის გავრცელება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესდღეობით ფრენები დარჩება იმ რეჟიმში, როგორც ამ მომენტისთვის არის და იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება სექტემბრის თვეში კოვიდინფექციის გავრცელება, ჩვენ მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს", - განცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საერთაშორისო მიმოსვლის აღდგენა 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო.

0

ავტორი: