"COVID-19-ის 10 ახალი შემთხვევიდან 3-ის ინფიცირების წყარო უცნობია" "COVID-19-ის 10 ახალი შემთხვევიდან 3-ის ინფიცირების წყარო უცნობია" /> "/> " />


  12:29:11     19-08-2020

"COVID-19-ის 10 ახალი შემთხვევიდან 3-ის ინფიცირების წყარო უცნობია"

a101564.jpg

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 10 ახალი პაციენტიდან ერთი ლენჯერის კლასტერს მიეკუთვნება. 4 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 2 შემოტანილი, 3-ის ინფიცირების წყარო კი უცნობია.

"10 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი ლენჯერის კლასტერს მიეკუთვნება. 4 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 2 შემოტანილი, 3-ის ინფიცირების წყარო კი უცნობია. ამ დროისთვის მისი წყაროს დადგენის კვლევა გრძელდება. 3 აგვისტოდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ჯამში გახლავთ 182, ხოლო გამოჯანმრთელებულების გახლავთ 139. დღეს გამოჯანმრთელებულები არ გვყავს," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 

მისივე განცხადებით, COVID ცენტრებში 246 ადამიანი მკურნალობს, ამ 246 დადასტურებული შემთხვევიდან კრიტიკულად მძიმეა 5 პაციენტი, მძიმე კი 22," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 

0

ავტორი: