10:35:42     18-08-2020
მიშელ ობამა: დონალდ ტრამპი ცუდი პრეზიდენტია
აშშ-ის ყოფილი პირველი ლედის, მიშელ ობამას თქმით, დონალდ ტრამპი ცუდი პრეზიდენტია, მას ვინაიდან ქაოსი და უთანხმოება მოაქვს.
"დონალდ ტრამპი ჩვენი ქვეყნისთვის ცუდი პრეზიდენტია. მას დიდი დრო ჰქონდა, რათა დაემტკიცებინა, რომ პრეზიდენტის სამუშაოს შესრულება შეუძლია, თუმცა აშკარაა, რომ ვერ ახერხებს ამას", - განაცხადა მიშელ ობამამ.
ყოფილმა პირველმა ლედიმ ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპმა საზოგადოებაში ქაოსი და უთანხმოება გამოიწვია.
"ჯო ბაიდენს ვიცნობ. ის უაღრესად წესიერი ადამიანია. ის შესანიშნავი ვიცე-პრეზიდენტი იყო. მან იცის, თუ რა არის საჭირო ეკონომიკის გადასარჩენად და პანდემიის შესაჩერებლად. ჩვენი ერთადერთი იმედი ამ ქაოსის დასასრულებლად ჯო ბაიდენია და ამიტომ მას უნდა დავუჭიროთ მხარი", - დასძინა მან.
0