"ევროპაში, 21-ე საუკუნეში ეს სისასტიკე - მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტების დაკავებები მიუღებელია" - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბელარუსის მოვლენებს ეხმაურება "ევროპაში, 21-ე საუკუნეში ეს სისასტიკე - მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტების დაკავებები მიუღებელია" - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბელარუსის მოვლენებს ეხმაურება /> "/> " />


  09:48:42     14-08-2020

"ევროპაში, 21-ე საუკუნეში ეს სისასტიკე - მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტების დაკავებები მიუღებელია" - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბელარუსის მოვლენებს ეხმაურება

a101480.jpg

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პარასკევს ბელარუსთან დაკავშირებულ საგანგებო შეხვედრაზე უნდა გააძლიერონ ზეწოლა ბელარუსის ხელისუფლებაზე.

"ვფიქრობ, რომ ეს აბსოლუტურად აშკარა სასტიკი დამოკიდებულებაა - დაკავებები მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტების. ევროპაში, 21-ე საუკუნეში ეს მიუღებელია. ამიტომ ჩვენ მომავალშიც გავაძლიერებთ ზეწოლას ხელისუფლებაზე", - განაცხადა პრესკონფერენციაზე მინისტრმა.

მან გაიხსენა, რომ ბოლო წლებში ევროკავშირმა შეარბილა სანქციები ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დაცვის გაუმჯობესების გამო, მაგრამ "ახლა ეს არ დასტურდება, ამიტომ აუცილებელია სანქციების საკითხზე საუბარი. ვიმედოვნებ, რომ ხვალ ამ საკითხზე საერთო გადწყვეტილება იქნება მიღებული".

ბელარუსში არ წყდება საპროტესტო აქციები, რომლის მონაწილეებიც არ ეთანხმებიან 9 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. ცესკოს  წინასწარი მონაცემებით ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმათა 80,09 % დააგროვა, მისმა პოლიტიკურმა მოწინააღმდგემ, სვეტლანა ციხანოვსკაიამ კი - 10,0%. საპროტესტო აქციების დროს დაიღუპა ორი ადამიანი, 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დაკავებულია 7 თასამდე მოქალაქე.

0

ავტორი: