12:32:10     10-08-2020
ბათუმში ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა - დაიღუპა ქალი, მისი რძალი და შვილიშვილი

ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გარდაცვლილია სამი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა. დაიღუპა ქალი, მისი რძალი და შვილიშვილი. ასევე დაშავებულია კიდევ სამი პირი, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
0