პოლიციამ, თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტრანსგენდერი ქალების ცემისათვის მამაკაცი დააკავა პოლიციამ, თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტრანსგენდერი ქალების ცემისათვის მამაკაცი დააკავა />


  10:33:09     05-08-2020

პოლიციამ, თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტრანსგენდერი ქალების ცემისათვის მამაკაცი დააკავა

a101301.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ე.ჩ. დააკავეს. მას ბრალად ედება ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობა.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 2 ტრანსგენდერ ქალს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ე.ჩ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ბრალდებულის სახით დააკავეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

0

ავტორი: