პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-გავრცელების ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავეს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-გავრცელების ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავეს />


  10:56:20     31-07-2020

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-გავრცელების ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

a101214.jpg

სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, თბილისის პროკურატურასთან ერთად, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) გათვალისწინებული დანაშაულისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება“, - ნათქვამია განცხადებაში.

0

ავტორი: