დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნების გადადების წინადადებით გამოდის დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნების გადადების წინადადებით გამოდის />


  18:14:26     30-07-2020

დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნების გადადების წინადადებით გამოდის

a101206.jpg

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნების გადადების წინადადებით გამოდის. ამის შესახებ მან მიკრობლოგ "ტვიტერზე" დაწერა.

"უნივერსალური ფოსტით ხმის მიცემის გზით 2020 წელი ყველაზე უზუსტესი და თაღლითური არჩევნებით შევა ისტორიაში. ეს დიდი სირცხვილი იქნება აშშ-სთვის. გადადეთ არჩევნები, ვიდრე ხალხს უსაფრთხოდ და წესების დაცვით ხმის მიცემის შესაძლებლობა არ ექნება", - წერს ტრამპი

საპრეზიდენტო არჩევნები შეერთებულ შტატებში 3 ნოემბერს უნდა გაიმართოს.

საპრეზიდენტო არჩევნების დღე შეერთებულ შტატებში კონგრესის მიერ არის დაკანონებული და მისი გადადება ურთულესი საკითხია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს არც საყოველთაო არჩევნების გადავადების და არც მისი გაუქმების უფლება არ გააჩნია.

0

ავტორი: