17:11:44     30-07-2020
ყაზახეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
ყაზახეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. 42 წლის ლევან გრემელაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურიდან არის.
ადგილობრივების ინფორმაციით, ის საქართველოდან რამდენიმე თვის წინ გაემგზავრა და კერძო ბიზნესით იყო დაკავებული.
ოჯახის წევრები მომხდარ ფაქტზე არ საუბრობენ. მეზობლებისთვის კი მკვლელობის მიზეზი უცნობია, თუმცა, ამბობენ, რომ მამაკაცი მისმა ნაცნობმა ქართველმა მოკლა, რომელიც ბრალს აღიარებს.
მათივე ინფორმაციით, გრემელაშვილი ცივი იარაღით არის მოკლული. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მანამდე კი საკუთარი მკვლელის ვინაობა დაასახელა.
გადმოსვენების საკითხებზე საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს.
0