10:53:53     28-07-2020
ყაჩაღობა ჭიათურაში - სოფელ ხალიფაურში ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურში ოჯახი დააყაჩაღეს. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა მოხდა.
არსებული ინფორმაციით ოჯახიდან, სადაც ცოლ-ქმარი ცხოვრობს, წაღებულია 3 ათას ლარამდე ოდენობის თანხა და ძვირადღირებული ნივთები. დაზარალებულების თქმით, მძარცველები, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები იყვნენ. გარდა ამისა, თავდამსხმელებმა, კვალის დაფარვის მიზნით, ადგილზე ალკოჰოლი დაასხეს. დანაშაულისთვის ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 170-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
0