პოლიციამ ქავთარაძეზე ნარკოლოგიური დისპანსერის სამი პაციენტი დააკავა პოლიციამ ქავთარაძეზე ნარკოლოგიური დისპანსერის სამი პაციენტი დააკავა />


  11:23:13     27-07-2020

პოლიციამ ქავთარაძეზე ნარკოლოგიური დისპანსერის სამი პაციენტი დააკავა

a101114.jpg

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ნარკოლოგიური დისპანსერის მიმდებარე ტერიტორიაზე ამავე კლინიკის სამი პაციენტი დააკავეს. ადგილზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პაციენტების თქმით, მათ კლინიკა უმიზეზოდ დაატოვებინეს.

ადვოკატის ინფორმაციით, სამივე პაციენტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა წესით დააკავეს და მათ ბრალად, სავარაუდოდ, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა და შეურაცხყოფა ედებათ. 

დაახლოებით ორსაათნახევრის განმავლობაში დამაყოვნეს ისე, რომ დაცვის განხორციელების საშუალება არ მომცეს, შემდეგ ვიგებთ, რომ რამდენიმე ადამიანს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ყრიან კლინიკიდან, საპატრულო პოლიცია გზაში აკავებს და მიჰყავს დროებითი დაკავების იზოლატორში, - თქვა ადვოკატმა.

მისივე ინფორმაციით, დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

0

ავტორი: