10:50:36     11-08-2011
შორეულ აღმოსავლეთში სამხედრო სწავლება დასრულდა
შორეულ აღმოსავლეთში, აშშ–რუსეთის ერთობლივი სამხედრო წრთვნები დასრულდა. სწავლებაში მონაწილეობას რუსეთის ფედერაციის აღმოსავლეთის ოლქის პირადი შემადგენლობა, ამერიკის შეერთებული შტატების და კანადის შეიარაღებული ძალები იღებდნენ მონაწილეობას. წრთვნაში, ამოცანების შესასრულებლად, გამოყენებულ იქნა თვითმფრინავები A-50 და AWACS E-3B, ასევე, რუსული და ამერიკული გამანადგურებლები.
სწავლება ორ ეტაპად წარიმართა. პირველი ეტაპის სცენარის მიხედვით, ამერიკული თვითმფრინავი „ბოინგ 757“, რომელიც ანკორიჯიდან ტოკიოში მიფრინავდა, ტერორისტებმა მძევლად აიყვანეს და დისპეჩერები აიძულეს, რომ მარშრუტი შეეცვალათ. თვითმფრინავის „გათავისუფლება“ ამერიკულმა F-15 – მა შეძლო. ამას გარდა, პირველი ეტაპის ფარგლებში, კიდევ რამდენიმე ოპერაცია ჩატარდა.
მეორე ეტაპის დროს კი, თვითმფრინავი ილ–62 ასევე ტერორიტებმა დაიკავეს და პეტროპავლოვსკ–კამჩატკის აეროპორტიდან გაფრინდნენ. შემდეგ სცენარი კვლავ პირველი ეტაპის გეგმის მიხედვით განვითარდა. ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების თვითმფრინავებმა, „აიძულეს“ ტერორისტები თვითმფრინავი უკან დაებრუნებინათ.
მსგავსი, რუსულ–ამერიკული სამხედრო სწავლებების გამართვა, მომავალ წელსაც იგეგმება.
0