როი ლიხტენშტეინი და პოპ-არტი როი ლიხტენშტეინი და პოპ-არტი />


  10:46:52     11-08-2011

როი ლიხტენშტეინი და პოპ-არტი

a8840.jpg

როი ლიხტენშტეინი ამერიკელი მხატვარი, პოპ-არტის წარმომადგენელია. დაიბადა შეძლებულ ოჯახში, ნიუ-იორკში. საზოგადო სკოლაში სწავლობდა 12 წლამდე, შემდეგ კი კერძო აკადემიაში შევიდა საშუალო განათლების მისაღებად. აკადემიაში ხელოვნების განყოფილება არ იყო და მის დაინტერესებას ხელოვნებით სკოლის გარე საქმიანობაში ჰობის სახით მისდევდა. ამავე პერიოდში გახდა ჯაზის დიდი თაყვანისმცემელი და ხშირად ესწრებოდა კონცერტებს აპოლოს თეატრში, ჰარლემში. აქ იგი ხშირად ხატავდა მუსიკოსთა პორტრეტებს მათ ინსტრუმენტებთან ერთად. აკადემიის ბოლო წელს (1939) საზაფხულო ხელოვნების კურსებზე შედის ნიუ-იორკის ხელოვნების სტუდენტთა ლიგაში, რეგინალდ მარშის ხელმძღვანელობით.

1940 წელს, აკადემიის დასრულების შემდეგ, ლიხტენშტეინი ნიუ-იორკს ტოვებს და ოჰაიოს საშტატო უნივერსიტეტში მიდის სახვითი ხელოვნების შესასწავლად. სწავლას სამი წლით წყვეტს მეორე მსოფლიო ომში გაწვევის გამო (1943-46). ომის შემდეგ ისევ ოჰაიოში ბრუნდება სწავლის გასაგრძელებლად, სადაც ერთ-ერთ მის მასწავლებელთაგანს (ჰოიტ შერმანი) მის შემდგომ ხელოვნებაზე უდიდესი გავლენა მოუხდენია. დამთავრების შემდეგ, ლიხტენშტეინი უნივერსიტეტში რჩება მასწავლებლად - ეს იყო სამსახური, სადაც მომდევნო ათი წელი დარჩა. 1951 წელს შედგა მისი პირველი პერსონალური გამოფენა ნიუ-იორკის ერთ-ერთ გალერეაში.

1951 წელს კლივლენდში გადავიდა, სადაც ექვსი წელი რჩება, თუმცა ხშირად მოგზაურობს ნიუ-იორკში სადეკორატორო სამუშაოების შესასრულებლად, ხატვის შუალედებში. მისი ნამუშევრები ამ პერიოდში სხვა მხატვართა ტილოების (მაგ. ფრედერიკ რემინგტონი) კუბისტური ინტერპრეტაციებია. 1957 წელს ნიუ-იორკში დაბრუნდა და ისევ მასწავლებლობა დაიწყო. ამ პერიოდში გადადის ის აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის სტილზე, რაც საკმაოდ გვიანი იყო ამ სტილის მხატვრობისთვის. ამ სტილის ნამუშევრების გამოფენა 1959 წელს მოეწყო.

მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრების უმრავლესობა საკმაოდ მიახლოებული, თუმცა არა ზუსტი ასლია კომიქსების წიგნების სუბიექტების, თემა, რომელსაც მან 1965 წელს ზურგი აქცია. თუმცა, დროდადრო, მის გვიანდელ ნამუშევრებში ის მაინც უბრუნდება კომიქსებს. ეს პანოები თავდაპირველად დახატული იყო ნაკლებად ცნობილი მხატვრების მიერ, როგორიცაა რას ჰიზი, ტონი აბრუცო, ირვ ნოვიკი და ჯერი გრანდინეტი. მრავალი ამ მხატვართაგანი მას უჩიოდნენ და სხვისი ნამუშევრების პლაგიატს სწამებდნენ. მათ საპასუხოდ ლიხტენშტეინის ნეკროლოგში ჟურნალი ეკონომისტი წერდა: ეს მხატვრები „ვერ ამჩნევენ მთავარს როი ლიხტენშტეინის მიღწევაში: მისი იყო იდეა. დღევანდელი ხელოვნება, როგორც თავად უთქვამს, ჩვენს ირგვლივაა ყველგან.“ ლიხტენშტეინი გარდაიცვალა 1997 წელს პნევმონიით, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში. სიცოცხლეში მან ორჯერ იქორწინა. პირველი ქორწინებიდან ორი ვაჟი დარჩა.

0

ავტორი: