ანიმე - უნიკალური კულტურული ფენომენი ანიმე - უნიკალური კულტურული ფენომენი />


  10:45:51     11-08-2011

ანიმე - უნიკალური კულტურული ფენომენი

a8839.jpg

ანიმე XX საუკუნის დასაწყისში დაიბადა, როდესაც იაპონელმა რეჟისორებმა პირველი ექსპერიმენტები დაიწყეს დასავლეთიდან შემოტანილ ანიმაციის ხელოვნებაზე. პირველი, დღეისთვის ცნობილი ანიმე, შეიქმნა 1907 წელს. ის წარმოადგენს მოკლე, სამწამიან ჩანახატს მეზღვაურ ბიჭზე. თანდათან, ეს ხელოვნება დიდ პოპულარობას იძენს იაპონიაში, რადგან შეზღუდული ბიუჯეტის, სასურველი გადასაღები მოედნების მიუწვდომელობის და დასავლური სტილის მსახიობების ნაკლებობის პირობებში, რეჟისორებს უჭირდათ ისეთი კინოფილმების გადაღება, რომელთა სიუჟეტი იაპონიის ყოველდღიურ ცხოვრებას სცილდებოდა, ანიმაციის გამოყენებისას კი, მხატვრებს და ანიმატორებს შეეძლოთ ნებიმიერი საჭირო სცენისა თუ პერსონაჟის შექმნა.

თანამედროვე ანიმეს დამფუძნებლად ითვლება ოსამუ ტეძუკა რომელიც ხშირად მოიხსენიება, როგორც „ლეგენდა“ და „მანგას ღვთაება“. ის იყო პირველი, ვინც გამოიყენა ნახატის სტილიზაციის დისნეის ხერხი, რომელშიც არაპროპორციულად დიდი თვალების საშუალებით, პერსონაჟის ემოციების გადმოცემა ხდება.

წლების განმავლობაში ანიმეს სიუჟეტები, რომლებიც თავიდან ბავშვებზე იყო გათვლილი, იხვეწებოდა და მათში განხილული პრობლემები რთულდებოდა. გაჩნდა ნამუშევრები, რომლებიც ხშირად უფრო მოზრდილებშიც სარგებლობდა პოპულარობით. განვითარებაში ანიმე ოდნავ ჩამორჩება მანგას, რომელიც მასზე რამდენიმე წლით ადრე გაჩნდა და იმ დროისთვის უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა იაპონიის მოსახლეობის ყველა ფენაში.

ამჟამად, ანიმე წარმოადგენს უნიკალურ კულტურულ ფენომენს, რომელშიც გაერთიანებულია, როგორც ანიმე ბავშვებისათვის (ჟანრი კოდომო) — ანიმე მის პირველად ფორმაში, ასევე, უფრო რთული და სერიოზული ნაწარმოები, რომლებიც გათვლილია ბევრად უფროს აუდიტორიაზე (ჟანრები: შიონენი — ანიმე ბიჭებისათვის და შოუჯო — ანიმე გოგოებისათვის). ცალკე ჟანრადაა გამოყოფილი ჰენტაი — პორნოგრაფიული ხასიათის ანიმაციური ფილმები, და მისი განხრები — იური და იაოი, რომლებიც მოგვითხრობენ (ხშირად ეროტიული ელემენტების გარეშეც) მამაკაცებსა და ქალებს შორის ურთიერთობებზე.

0

ავტორი: