10:25:50     14-07-2020
თელავში სტუმრად მყოფი 37 წლის მამაკაცი მასპინძელმა დანით დაჭრა

თელავში 37 წლის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა დავით რექტორის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გვიან ღამით მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მამაკაცებს შორის თავდაპირველად სიტყვიერი დაპირისპირება იყო, რის შემდეგაც სახლის პატრონმა სტუმარს კისრის არეში ბასრი საგნით მიაყენა დაზიანებები.
0