საბაგიროების ქალაქი საბაგიროების გარეშე - რა ხდება ჭიათურაში, სადაც კორუფციისა და მაღაროელების ხარჯზე ივანიშვილის კლანის წარმომადგენლები მდიდრდებიან? საბაგიროების ქალაქი საბაგიროების გარეშე - რა ხდება ჭიათურაში, სადაც კორუფციისა და მაღაროელების ხარჯზე ივანიშვილის კლანის წარმომადგენლები მდიდრდებიან? />


  10:09:43     13-07-2020

საბაგიროების ქალაქი საბაგიროების გარეშე - რა ხდება ჭიათურაში, სადაც კორუფციისა და მაღაროელების ხარჯზე ივანიშვილის კლანის წარმომადგენლები მდიდრდებიან?

a100789.png

მანგანუმის გარდა, მსოფლიოში საბაგირო გზებით გამორჩეული ჭიათურა, ერთ წელზე მეტია საბაგიროების გარეშეა დარჩენილი. 

ქართულმა ოცნებამ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ აიღო 40 მილიონ ლარამდე ვალი, საფრანგეთისგან, რომელიც წესით, საბაგირო გზების რეაბილიტაციას უნდა მოხმარებულიყო. 

პროექტის მიხედვით, ფრანგული ვალით, საბაგირო გზების ნაწილის რეაბილიტაცია 2019 წელს უნდა დასრულებულიყო. 

თუმცა, ჭიათურაში დღემდე გაჩერებულია ნომერ პირველი ტრანსპორტი, ტურისტებისათვის მნიშვნელოვანი ობიექტი და ქალაქის ერთგვარი "ავტობუსი" - საბაგირო გზა.

ვიცე-პრემიერ ცქიტიშვილის ტყუილი

[I=2]ჭიათურის საბაგირო გზის რეაბილიტაციის პროექტი 2016 წლის ივნისში დაიწყო. პროექტი საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება და 3428 მეტრიანი სიგრძის გზის სრულ რეაბილიტაციასა და თანამედროვე სტანდარტების გონდოლებით აღჭურვას ითვალისწინებს, რაც თითქმის 40 მილიონი ლარი გვიჯდება.

ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი აცხადებდა რომ ჭიათურის საბაგირო გზის რეაბილიტაცია 2018 წლის დეკემბერში დასრულდებოდა. 

ხოლო მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი ამბობდა რომ პროექტი, 2019 წელს იქნებოდა მზად.

თუმცა, ახლა 2020 წლის ივლისია და დღემდე არ არის რეაბილიტირებული ჭიათურელთა ნომერ პირველი ტრანსპორტი - საბაგირო გზა.

არადა, პროექტი რამდენიმე ეტაპად უნდა განხორციელებულიყო და მისი საბოლოო მიზანი საბაგირო ხაზების აღდგენა და ქალაქის ცენტრში სატრანსპორტო ჰაბის მოწყობა იყო. 

კერძოდ: პროექტის ფარგლებში სრულად უნდა აღდგენილიყო ცენტრალური სადგური და მისგან გამავალი ოთხი მიმართულება: სანატორიუმი (862 მ), ნაგუთი (1 081მ) და ლეჟუბანი (845 მ). 

სამუშაოებს ქართულ ოცნებასთან მჭიდროდ ასოცირებული „დაგი“ ატარებდა. პროექტის მხოლოდ ამ ნაწილის ღირებულება 7 877 098 ლარი იყო.

რაც შეეხება მეოთხე მიმართულებას - სადგურ „მუხაძის“ რეაბილიტაციას, პროექტის ღირებულება 2 869 977 ლარი იყო და 2019 წლის აპრილის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. 

გარდა ამისა, ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებული საბაგირო გზებიდან, 11 “ჯორჯიან მანგანეზის” საკუთრებაშია.

ესენია: ჭიათურა - წინსოფელი (ცდფ), რგანი - ბუნიკაური, ბუნიკაური - თაბაგრები, საფარი - მღვიმევი, ცოფი - ავარიონი, ავარიონი - ითხვისი, ითხვისი - დარკვეთი, დარკვეთი - სარეკი, საჩხერის გზატკეცილი - მაღარო 32, ჭიათურა - პერევისა (ე.წ. 25-ის საბაგირო). 

აქედან დღეს არც ერთი საბაგირო გზა არ მუშაობს, მიუხედავად იმისა რომ “ჯორჯიან მანგანეზსს”, რომელსაც ივანიშვილის კლანი, კერძოდ კი, მამაცაშვილ-ჩიქოვანი აკონტროლებს, პირდაპირი ვალდებულება აქვს მისი უსაფრთხო ექსპლუატაციისა. 

გიორგი კაპანაძე: "ჭიათურას არც ერთ დროს არ ჰქონდა სათანადო ყურადღება, თუმცა, რაც ახლა ამ მშვენიერ და მსოფლიოში უნიკალურ ქალაქში ხდება, წარმოუდგენელი უსამართლობაა"

"საბაგირო გზებსა და კლდეებს შორის მოქცეულ ჭიათურაში, სადაც ახლა ტურისტული სეზონი უნდა იყოს, საბაგირო გზები არ მუშაობს. 

ამას ორი მიზეზი აქვს: 

1. საფრანგეთიდან აიღეს 40 მილიონ ლარამდე სესხი, რომლის ნაწილიც კორუფციული მიზნებისთვის გამოიყენეს, ხოლო დარჩენილი თანხით, არაკომპეტენტურობისა და მავნებლობის გამო საბაგირო გზების რეაბილიტაცია ვერ მოახერხეს, რაც მაქსიმუმ 2019 წელს უნდა დასრულებულიყო. 

2. მეორე მიზეზია "ჯორჯიან მანგანეზის" უპასუხისმგებლობა ჭიათურელთა წინაშე. ამ კომპანიას უკვე რამდენიმე წელია ივანიშვილის ოჯახი, კერძოდ კი, უჩა მამაცაშვილი აკონტროლებს დროებითი მმართველის, ჩიქოვანის სახით. 

თავის დროზე, "ჯორჯიან მანგანეზი" ეკოლოგიური პრობლემების გამო 400 მილიონით დააჯარიმეს, ამ მიზეზით დროებითი მმართველი დანიშნეს და ასე ჩაიგდეს ეს კომპანია ხელში ივანიშვილის კლანის წარმომადგენლებმა. 

თუმცა, ბოლო წლებში, ჭიათურაში, სადაც ლამის ყოველი მეოთხე ადამიანი სოციალურად დაუცველია, ეკოლოგიური პრობლემები კიდევ უფრო დამძიმდა. 

ამას მძიმე სოციალური ფონიც დაემატა - არსებული კორუფციის, კლანურობის გამო. 

[I=3]პირდაპირ რომ ვთქვათ: ჭიათურელი მაღაროელები საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის რისკის ფასად დაბალ ხელფასზე მუშაობენ და ამ დროს, ივანიშვილის ოჯახი ასეულობით მილიონს შოულობს. 

მაღაროელებს არ აქვთ სათანადო სამუშაო პირობები, არ არის დაცული უსაფრთხოება, უარს ეუბნებიან ხელფასის მომატებაზე და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ქალაქის დაბინძურებისა და მშრომელი ადამიანების ხარჯზე მცირე კორუმპირებული ჯგუფები მდიდრდებიან.

ჭიათურას არც ერთ დროს არ ჰქონდა სათანადო ყურადღება, თუმცა, რაც ახლა ამ მშვენიერ და მსოფლიოში უნიკალურ ქალაქში ხდება, წარმოუდგენელი უსამართლობაა, რომელიც აუცილებლად უნდა დასრულდეს" - ამბობს გამომძიებელი ჟურნალისტი და ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე.

0

ავტორი: