10:28:28     10-07-2020
ბრაზილიაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 69 000-ს გადააჭარბა
ბრაზილიაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით 1 220 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 69 184-მდე გაიზარდა,- შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, ბრაზილიაში, გასული დღე-ღამის განმავალობაში, COVID-19-ის 42 619 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რიცხვმა 1 755 779-ს მიაღწია.
ცნობისათვის, როგორც კორონავირუსით ინფიცირებულების, ასევე დაღუპულების რაოდენობით ბრაზილია მეორე ადგილზე დგას მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ.
0