სეულის მერს სამართალდამცველები ეძებენ სეულის მერს სამართალდამცველები ეძებენ />


  14:40:27     09-07-2020

სეულის მერს სამართალდამცველები ეძებენ

a100742.jpg

საინფორმაციო სააგენტო „იონჰაპის“ ინფორმაციით, ადგილობრივი პოლიცია სეულის მერს, პარკ ვონ სუნს ეძებს.

განაცხადი პოლიციაში პარკ ვონ სუნის ქალიშვილმა მას შემდეგ დაწერა, რაც, მისივე თქმით, სეულის მერმა სახლი მოულოდნელად, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დატოვა და აღარ დაბრუნებულა.

ოფიციალური პირების თქმით, ადგილობრივი მთავრობა დამატებით დეტალებს არკვევს. ძიება დრონებისა და კინოლოგების გამოყენებით მიმდინარეობს.

0

ავტორი: