ცოლზე და შვილებზე ძალადობისათვის, თელავის საკრებულოს წევრი დააკავეს - "ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს და შვილებს და მათ იარაღით დაემუქრა" ცოლზე და შვილებზე ძალადობისათვის, თელავის საკრებულოს წევრი დააკავეს - "ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს და შვილებს და მათ იარაღით დაემუქრა" /> "/> " />


  08:32:11     09-07-2020

ცოლზე და შვილებზე ძალადობისათვის, თელავის საკრებულოს წევრი დააკავეს - "ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს და შვილებს და მათ იარაღით დაემუქრა"

a100719.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარისა და ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თელავის საკრებულოს წევრი, მიხეილ გრემალაშვილი დააკავეს.

დანაშაული 4 დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალსწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მ.გ. თავის სახელზე რეგისტრირებული, „ტეტე“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლესა და შვილებს, ასევე ფიზიკურად იძალადა მათზე.

სამართალდამცველებმა, მ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით

0

ავტორი: