თელავის საკრებულოს წევრს შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებენ - გამოძიება დაიწყო თელავის საკრებულოს წევრს შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებენ - გამოძიება დაიწყო />


  18:49:18     08-07-2020

თელავის საკრებულოს წევრს შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებენ - გამოძიება დაიწყო

a100718.jpg

თელავის საკრებულოს წევრს მიხეილ გრემელაშვილს შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ფეისბუქზე ინფორმაცია გრემელაშვილის ნათესავმა, მარიამ კუკუნაშვილმა გამოაქვეყნა.

წერილში ნათქვამია, რომ გრემელაშვილმა ოჯახის წევრებზე იძალადა, ამჟამად კი მისი შვილები პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან.

დაკითხვის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყება ამბობს, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151 მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.

 

 

0

ავტორი: