სირიელი სამხედროები ჰამას ტოვებენ სირიელი სამხედროები ჰამას ტოვებენ />


  10:53:09     10-08-2011

სირიელი სამხედროები ჰამას ტოვებენ

a8811.jpg

სირიის შეიარაღებული ძალების მეთაურობამ ქალაქ ჰამადან საჯარისო დანაყოფების გამოყვანა დაიწყო, სადაც ისინი მასობრივი ანტისახელისუფლო გამოსვლების ჩახშობაში მონაწილეობდნენ.

ხელისუფლებამ ქალაქში სამხედროები უსაფრთხოებისა და წესრიგის დასამყარებლად შეიყვანა. სირიული საინფორმაციო სააგენტო „სანას“ ცნობით, სამხედროებმა საკუთარი მისია შეასრულეს და მშვიდობიანი მოქალაქეები ბანდფორმირებებისაგან დაიცვეს. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ეს დაჯგუფებები მოსახლეობის ტერორს ახორციელებდნენ. სწორედ ამის გამო, სირიელმა სამხედროებმა ქალაქის სატანკო შტურმი განახორციელეს.

ანტისახელისუფლებო მღელვარებები სირიაში 2011 წლის მარტში დაიწყო და დღემდე გრძელდება. არაოფიციალური ინფორმაციით, ამ დრომდე, უკვე ორი ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 400 სამხედრო და სპეცსამსახურების თანამშრომელია.     

0

ავტორი: