11:07:01     08-07-2020
ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 45 305 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბრაზილიაში გასული დღის განმავლობაში კორონავირუსის 45 305 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 668 589-მდე გაიზარდა - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.
ამავე მონაცემების თანახმად, ბრაზილიაში COVID-19-ს კიდევ 1 254 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 66 741-ს მიაღწია.
შეგახსენებთ, გუშინ ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს, კორონავირუსი დაუდასტურდა.
ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით ბრაზილია მეორე ადგილზე დგას მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ.
0