10:16:27     08-07-2020
28 წლის ბიჭმა მამას და ბაბუას ყელი გამოჭრა, შემდეგ კი მეზობლის ავტომობილით გაიქცა
მცხეთაში ორი დღის წინ შემზარავი მკვლელობა მოხდა - 28 წლის ახალგაზრდამ ოჯახის ორი წევრი ცივი იარაღით მოკლა, რის შემდეგაც მიიმალა.
მკვლელობის დეტალებზე ადგილობრივები საუბრობენ. მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა მამა და ბაბუა მოკლა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი მეზობლის მანქანა გაიტაცა და მიიმალა.
"ყელი გამოჭრა ორივეს და შემდეგ გაიქცა" - აცხადებენ მეზობლები.
მათივე ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადგაზე მოხდა.
0