10:52:35     10-08-2011
სომალიში ბრძოლები გრძელდება
სომალის გარდამავალი ხელისუფლება მოძრაობა „აშ–შაბაბის“ მებრძოლებს ამნისტიას და გაერთიანებას სთავაზობს. ამის შესახებ, ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით, სააგენტო „ფრანს პრესი“ იუწყება.
„ჩვენ ამნისტიას გთავაზობთ: დაყარეთ იარაღი და საბრძოლო მასალები და დადექით თქვენი ხალხისა და ქვეყნის გვერდით“ – მოუწოდა მებრძოლებს გარდამავალი მთავრობის თავმჯდომარემ, აბდირაჰმან ოსმანმა. მისი თქმით, მებრძოლებმა ბოლოს და ბოლოს უნდა გააკეთონ არჩევანი და ომს წერტილი დაუსვან.
როგორც ცნობილია, გასულ შაბათს, სომალის პრეზიდენტმა შარიფ შეიხ ახმედმა განაცხადა, რომ სახელისუფლებო ძალებმა ხსენებული მოძრაობის მებრძოლებზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს და ქვეყნის დედაქალაქიდან საკუთარი დაჯგუფებების გაყვანა აიძულეს. 0