თურქეთის სანაპიროსთან პოლიციამ გემი დააკავა, სადაც 276 მიგრანტი იმყოფებოდა თურქეთის სანაპიროსთან პოლიციამ გემი დააკავა, სადაც 276 მიგრანტი იმყოფებოდა />


  16:41:16     07-07-2020

თურქეთის სანაპიროსთან პოლიციამ გემი დააკავა, სადაც 276 მიგრანტი იმყოფებოდა

a100677.jpg

თურქეთის პოლიციამ ეგეოსის ზღვის სანაპიროსთან გაჩერებულ სატვირთო გემზე 276 მიგრანტი იპოვა.

სანაპირო დაცვის ცნობით, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის საქმიანობას დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ, ხოლო ორშაბათს საღამოს შენიშნეს, რომ იზმირის პროვინციაში მასზე მიგრანტები აიყვანეს.

გემზე მყოფი მიგრანტები სირიიდან, ავღანეთიდან, ბანგლადეშიდან, სომალიდან და ირანიდან არიან.

არსებული ინფორმაციით, ისინი ევროპაში გადაჰყავდათ.

0

ავტორი: