13:42:34     07-07-2020
აჭარაში დააკავეს ქალი, რომელმაც 9 წლის შვილი სცემა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში დააკავეს ქალი, რომელმაც 9 წლის შვილზე იძალადა.
შემთხვევა გუშინ მოხდა. ძალადობის შესახებ საპატრულო პოლიციას ქალის ნათესავმა შეატყობინა. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში განაცხადეს, ბავშვს ექსპერტიზა ჩაუტარდა. პირველადი ინფორმაციით, 9 წლის ბავშვს ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. ის უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ქალი უზბეკეთის მოქალაქეა, მას კიდევ ორი მცირე წლოვანი შვილი ჰყავს, რომლებზეც სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები დაკვირვებას აწარმოებენ.
მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
0