10:52:03     10-08-2011
ლიბიელმა მეამბოხეებმა ბრძოლებში წარმატებებს მიაღწიეს
ლიბიელმა მეამბოხეებმა ქალაქ ბირ ელ-ჰანემზე კონტროლი დაიბრუნეს. ეს ქალაქი ქვეყნის დასავლეთით, დედაქალაქიდან 80 კილომეტრში მდებარეობს. როგორც „ფრანს-პრესი“ იუწყება, ამ დროისათვის, ქალაქში სიმშვიდეა.
ამჟამად, ბრძოლები ბირ ალ–ჰანემის აღმოსავლეთით მიმდინარეობს. აქ ამბოხებულების დანაყოფები სოფელ ალ–კავალიშის მისადგომებთან იკავებენ პოზიციებს და სტრატეგიულად მნიშვნელოვანის ქალაქის, გარიანის აღებას ცდილობენ. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, მეამბოხეებმა ბოლო დროს მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს, თუმცა სახელისოფლო ძალების დამარცხებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი.
დასავლური ქვეყნების დახმრებით, ლიბიელმა ამბოხებულებმა სამხედრო და პოლიტიკური მოქმედების გეგმა შეადგინეს. ამ გეგმის მიხედვით, ტრიპოლის მეამბოხეების მიერ აღება, შესაძლოა, არც გახდეს საჭირო, თუ ადგილობრივი მცხოვრებლბები თავად გამოვლენ ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ. ამბოხებულები ირწმუნებიან, რომ კადაფის ბანაკიდან მათთან ძალოვანი სტრუქტურების ბევრი წარმომადგენელი უკვე გადავიდა. 0