აშშ TikTok-ის აკრძალვის საკითხს განიხილავს აშშ TikTok-ის აკრძალვის საკითხს განიხილავს />


  11:16:47     07-07-2020

აშშ TikTok-ის აკრძალვის საკითხს განიხილავს

a100663.png

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ქვეყანაში ჩინური აპლიკაციების, მათ შორის TikTok-ის, აკრძალვის საკითხს განიხილავს.

„არ მსურს პრეზიდენტზე წინ წასვლა, მაგრამ გეტყვით, რომ ამას განვიხილავთ,” - განაცხადა პომპეომ Fox News-სთან ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელი კანონმდებლები ჩინურ აპლიკაცია TikTok-ის მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოხატავენ და აცხადებენ, რომ შეშფოთებულები არიან ჩინეთის კანონებით, რომელიც ადგილობრივი კომპანიებისგან „სადაზვერვო საქმიანობაში დახმარებასა და თანამშრომლობას“ ითხოვს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ინდოეთში TikTok-ი და კიდევ 58 სხვა ჩინური აპლიკაცია აიკრძალა.

0

ავტორი: