"სიმთვრალეში რაღაცეები ეჩვენებოდა" - რას ჰყვებიან მეზობლები მამაკაცზე, რომელმაც სურამში ცოლი მოკლა? "სიმთვრალეში რაღაცეები ეჩვენებოდა" - რას ჰყვებიან მეზობლები მამაკაცზე, რომელმაც სურამში ცოლი მოკლა? /> "/> " />


  13:34:18     06-07-2020

"სიმთვრალეში რაღაცეები ეჩვენებოდა" - რას ჰყვებიან მეზობლები მამაკაცზე, რომელმაც სურამში ცოლი მოკლა?

a100645.jpg

მეზობლები სურამში, ქმრის მიერ ცოლის მკვლელობასთან დაკავშირებით დეტალებზე საუბრობენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცს გარვეული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და "სიმთვრალეში რაღაცები ეჩვენებოდა".

მათივე ინფორმაციით, 35 წლამდე მამაკაცმა ცოლს გვიან ღამით, 03:00 საათისთვის, საწოლში ესროლა. როგორც მეზობლები ყვებიან, „ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს“. მათივე თქმით, ცოლ-ქმარს კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა მამაკაცი „ალკოჰოლს ხშირად სვამდა“.

"მათ სამი შვილი ჰყავთ“, - აცხადებენ მეზობლები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სურამში, ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 34 წლის მამაკაცი დაკავებულია. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მეუღლეებს შორის შესაძლო კონფლიქტის თაობაზე განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ი.ქ., ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სურამში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეუღლეს - 1989 წელს დაბადებულ თ.რ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილაზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის

მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს".

0

ავტორი: