"მკვლელობის დროს, ბავშვებიც სახლში იყვნენ" - ვინ არის კაცი, რომელმაც სურამში მძინარე ცოლი სამი გასროლით მოკლა? "მკვლელობის დროს, ბავშვებიც სახლში იყვნენ" - ვინ არის კაცი, რომელმაც სურამში მძინარე ცოლი სამი გასროლით მოკლა? /> "/> " />


  12:40:10     06-07-2020

"მკვლელობის დროს, ბავშვებიც სახლში იყვნენ" - ვინ არის კაცი, რომელმაც სურამში მძინარე ცოლი სამი გასროლით მოკლა?

a100644.jpg

სურამში მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები ვრცელდება.

როგორც ირკვევა, 33 წლის ქალის - თიკო რუსიას მკვლელობაში მისივე ქმარი, 35 წლის ილია ქურდაძეა ეჭვმიტანილი.

მეზობლების ინფორმაციით, მკვლელობის მომენტში, მათი 3 მცირეწლოვანი ბავშვი სახლში იმყოფებოდნენ.

შსს-ს ცნობით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა მძინარე ცოლს მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან საწოლში სამი ტყვია ესროლა.

ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.

ირკვევა, რომ ბრალდებული წარსულში ნარკოდანაშაულისთვის იყო ნასამართლევი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულოსხმობს.

0

ავტორი: