12:30:03     03-07-2020
რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 6 718 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 718 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 667 883-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 176 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 9 859 -ს მიაღწია.
ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში COVID-19-ისგან 437 893 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ცნობისათვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი მესამე ადგილზე დგას მსოფლიოში აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ.
0