12:44:33     30-06-2020
თბილისში ახალგაზრდა ქალს მამაკაცმა ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა - ბრალდებული დაკავებულია
თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მან ურთიერთშელაპარაკებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა მეორე პირს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული ახალგაზრდა ქალია.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ურთიერთშელაპარაკებისას, პირმა საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა დაზარალებულს. დაშავებული მიღებული სხეულის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ბენზინის ბოთლი ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
0