ოჯახის შექმნის მიზნით გოგონას მოტაცებისთვის პოლიციამ სამი პირი დააკავა ოჯახის შექმნის მიზნით გოგონას მოტაცებისთვის პოლიციამ სამი პირი დააკავა />


  11:03:41     30-06-2020

ოჯახის შექმნის მიზნით გოგონას მოტაცებისთვის პოლიციამ სამი პირი დააკავა

a100515.jpg

ქორწინების მიზნით ახალგაზრდა ქალის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, პოლიციამ 3 პირი ცხელ კვალზე დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული ა.ფ., 2000 წელს დაბადებული ი.მ და 2002 წელს დაბადებული ი.ი., წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, მარნეულში დააკავეს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ფ.-მ მარნეულის მუნიციპალიტეტში, ორ თანამზრახველთან ერთად, ქორწინების მიზნით, 1997 წელს დაბადებულ ა.მ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

0

ავტორი: