მარნეულში მობილური ტელეფონების მაღაზია გაქურდეს მარნეულში მობილური ტელეფონების მაღაზია გაქურდეს />


  15:13:14     29-06-2020

მარნეულში მობილური ტელეფონების მაღაზია გაქურდეს

a100496.jpg

გუშინ ღამით მარნეულის ბაზრობაზე მდებარე სატელეფონო მაღაზია გაქურდეს. მძარცველებმა მაღაზიის მინები ჩაამსხვრიეს და ამ გზით შეაღწიეს ტერიტორიაზე. შემთხვევა დაახლოებით ღამის 3-4 საათზე მოხდა.

მაღაზიის მეპატრონის თქმით, ზარალი დაახლოებით 3-4 ათას ლარს შეადგენს. წაღებულია 15-20 მობილური ტელეფონი და სხვა აქსესუარები. შემთხვევა მაღაზიის კამერებმა დააფიქსირეს. ამჟამად კრიმინალისტები ამოღებულ ჩანაწერებს სწავლობენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით არის დაწყებული.

0

ავტორი: