ორ ადამიანს ცეცხლი მათივე თანასოფლელმა გაუხსნა - ჩუმლაყში მომხდარი მკვლელობის დეტალები ორ ადამიანს ცეცხლი მათივე თანასოფლელმა გაუხსნა - ჩუმლაყში მომხდარი მკვლელობის დეტალები />


  14:57:24     29-06-2020

ორ ადამიანს ცეცხლი მათივე თანასოფლელმა გაუხსნა - ჩუმლაყში მომხდარი მკვლელობის დეტალები

a100495.jpg

39 წლის მამაკაცი მოკლეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, მძიმედ არის დაჭრილი კიდევ ერთი ახალგაზრდა. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა მოკლულს მუცლის, დაჭრილს კი ყელის არეში აქვს. იგი ის გურჯაანში, კლინიკა "ჯეოჰოსპიტალსის" რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილ შოთა მაზმიშვილსა და მის მეგობარს, ანზორ მოსესოვს ცეცხლი საკუთარმა თანასოფლელმა გაუხსნა. ისინი ამბობენ, რომ მეგობრები ერთად ქეიფობდნენ მოსესოვის სახლში, საიდანაც სოფლის მაღაზიაში გავიდნენ, სადაც მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა.

მკვლელობა სოფლის ცენტრალურ უბანში წუხელ მოხდა. ვინ და რა ვითარებაში მოახდინა გასროლა, ამის დასადგენად სამართალდამცავები  შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ. შსს-ს ამ დრომდე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ინფორმაცია არ გაუვრცელებია. დაღუპულისა და დაჭრილის ოჯახის წევრები საქმესთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

მკვლელი, სავარაუდოდ, ჯერ დაკავებული არ არის, ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და სამართალდამცავები მას ამჟამად ეძებენ. საქმე ორი მუხლითაა აღძრული, განზრახ მკვლელობა და განზრად მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში.

0

ავტორი: