რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 719 შემთხვევა გამოვლინდა, 93 პაციენტი კი დაიღუპა რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 719 შემთხვევა გამოვლინდა, 93 პაციენტი კი დაიღუპა />


  12:29:59     29-06-2020

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 719 შემთხვევა გამოვლინდა, 93 პაციენტი კი დაიღუპა

a100487.jpg

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 719 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 641 156-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 93 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 9 166-ს მიაღწია. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში COVID-19-ისგან 403 430 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ცნობისათვის, რუსეთი კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით მესამე ადგილზეა მსოფლიოში, აშშ-ისა და ბრაზილიის შემდეგ.

0

ავტორი: