00:42:45     29-06-2020
ვინ არის სოფელ ჩუმლაყში მოკლული მამაკაცი? - გურჯაანში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩუმლაყში ცოტა ხნის წინ მკვლელობა მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 30 წლამდე ასაკის მამაკაცი. მას სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.
შემთხვევის დროს, დაიჭრა კიდევ ერთი ახალგაზრდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ დირექტორის, გელა ორველაშვილის ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, მას ცეცხლსასროლი ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.
„რამდენიმე წუთის წინ კლინიკაში შემოიყვანეს ორი მამაკაცი. სამწუხაროდ, ერთი უკვე გარდაცვლილი იყო, მეორეს მდგომარეობა მძიმეა. ის რეანიმაციაშია, სასწრაფო ოპერაცია სჭირდება“ - განაცხადა ორველაშვილმა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
წყარო: primetime.ge
0