14:06:58     23-06-2020
ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ბიშკეკის სასამართლომ ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს, ალმაზბეკ ატამბაევს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ პრეზიდენტს ასევე ჩამოერთმევა სახელმწიფო ჯილდოები და ქონება.
ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს, ალმაზბეკ ატამბაევს ბრალი კორუფციის, მკვლელობის და სახელმწიფო გადატრიალების მომზადების მუხლებით წარუდგინეს. 2019 წლის 8 აგვისტოს ატამბაევის დაკავების გასაპროტესტებლად ბიშკეკის ქუჩებში 1 000-მდე ადამიანი გამოვიდა, პოლიციამ კი საპროტესტო აქცია ხმოვანი ყუმბარების გამოყენებით დაშალა.
ალმაზბეკ ატამბაევი ორდღიანი შტურმის შემდეგ დააკავეს. პირველი მცდელობისას სპეცრაზმმა მისი დაკავება ვერ შეძლო, რადგან იქ შეკრებილმა ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. დაპირისპირებისას 1 სპეცრაზმელი დაიღუპა, 80-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.
27 ივნისს ყირგიზეთის ექსპრეზიდენტს იმუნიტეტი მოუხსნეს. ალმაზბეკ ატამბაევი ქვეყანას 2011-2017 წლებში მართავდა.
0