11:16:49     23-06-2020
სომხეთში კორონავირუსის 418 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 21 პაციენტი
სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 418 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 21 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა.
შესაბამის მონაცემებს სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში დაღუპულთა შორის ცხრა ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად „სხვა დაავადებები“ დასახელდა.
23 ივნისის მდგომარეობით, სომხეთში სულ გამოვლენილია კორონავირუსის 23 006 შემთხვევა, აქედან 10 014 პირი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში, გარდაიცვალა 498 ინფიცირებული.
0