ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში - ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში - ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა />


  11:03:01     23-06-2020

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში - ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

a100353.png

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან ბორდიურზე გადავიდა, საბურავი გაუსკდა და ბოძს შეეჯახა.

ავტომობილში მყოფი ორი მგზავრიდან ერთი მძიმედ, მეორე კი შედარებით მსუბუქად დაშავდა. ისინი ახალგაზრდა მამაკაცები არიან და როგორც თვითმხილველები ამბობენ, სამსახურის ღამის ცვლიდან სახლში ბრუნდებოდნენ.

ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები იმყოფებოდნენ.

0

ავტორი: