10:56:00     23-06-2020
ინდოეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით 312 ადამიანი გარდაიცვალა
ინდოეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით 312 ადამიანი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ინფექციას სულ 14 011 ადამიანი ემსხვერპლა. ინდოეთში დაფიქსირებულია ინფიცირების 440 215 შემთხვევა, მათ შორის 14 933 ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა.
გამოჯანმრთელებულია 248 000 ადამიანი. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, „კოვიდ-19“-ის გავრცელების მიხედვით ინდოეთი მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.
0