უახლესი კვლევების თანახმად, იტალიაში კორონავირუსი გასულ წელს წყალში დაფიქსირდა უახლესი კვლევების თანახმად, იტალიაში კორონავირუსი გასულ წელს წყალში დაფიქსირდა />


  14:56:08     19-06-2020

უახლესი კვლევების თანახმად, იტალიაში კორონავირუსი გასულ წელს წყალში დაფიქსირდა

a100291.jpg

იტალიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, კორონავირუსმა იტალიაში ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში შეაღწია. ამის შესახებ საუბარია ახალ კვლევაში, რომელიც ინსტიტუტმა გამოაქვეყნა - ის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც მკვლევრები აცხადებენ, კორონავირუსის შტამი მილანსა და ტურინში შარშან წლის ბოლოს, წყალში დაფიქსირდა, ხოლო ბოლონიაში COVID-19 2020 წლის იანვარში გამოვლინდა.

როგორც კვლევაშია ნათქვამი, სპეციალისტებმა აღნიშნულ ქალაქებში წყლის ნიმუშები 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის თებერვლამდე პერიოდში შეისწავლეს.

ოფიციალურად იტალიაში ვირუსის პირველი შემთხვევა თებერვალში აღრიცხეს.

0

ავტორი: