11:02:37     18-06-2020
COVID-19-ის 665 ახალი შემთხვევა გვაქვს - ნუთუ აუცილებელია, მთავრობამ იძულების ენით საუბარი დაიწყოს, რომ ადამიანები საკუთარ ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ? - სომხეთის პრემიერ-მინისტრი
COVID-19-ის 665 ახალი შემთხვევა გვაქვს. ვაგრძელებთ პირბადეების გარეშე სიარულს. რას ვაკეთებთ ჩვენ არასწორად, რის გამოც ჩვენი მოქალაქეები ასე უყურადღებოდ ეპყრობიან თავიანთ ჯანმრთელობას? ნუთუ აუცილებელია, რომ მოქალაქესთან დიალოგის გზით ჩამოყალიბებულმა მთავრობამ იძულების ენით საუბარი დაიწყოს, რათა ადამიანები საკუთარ ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ? - წერს სოციალურ ქსელში სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.
გუშინდელი მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 18 033 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 302-ს შეადგენდა.
0