10:23:19     12-06-2020
"ის რასისტი იყო" - პრაღაში უცნობმა პირებმა უინსტონ ჩერჩილის ქანდაკებაზე წარწერები დატოვეს
პრაღაში უცნობმა პირებმა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის ქანდაკება დააზიანეს. ამის შესახებ პრაღის მუნიციპალური პოლიციის პრესმდივანმა, იან რიბანსკიმ განაცხადა.
უცნობმა პირებმა ქანდაკებაზე შემდეგი შინაარსის წარწერები დატოვეს: „ის რასისტი იყო“ და „ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“.
„ინციდენტი, სავარაუდოდ, აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირდება. დავიწყებთ გამოძიებას სხვისი ქონების გაფუჭების მუხლით“, - განაცხადა იან რიბანსკიმ.
7 ივნისს ანალოგიური ფაქტი მოხდა ლონდონშიც - ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეებმა უინსტონ ჩერჩილის ქანდაკება დააზიანეს.
0