სოფელ ქვემო ბოდბეში ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მიტოვებული ახალშობილი იპოვეს სოფელ ქვემო ბოდბეში ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მიტოვებული ახალშობილი იპოვეს />


  13:59:00     11-06-2020

სოფელ ქვემო ბოდბეში ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მიტოვებული ახალშობილი იპოვეს

a100119.jpg

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში ადგილობრივებმა მიტოვებული ახალშობილი იპოვეს.

ჩვილი გამვლელებმა სოფელთან მდებარე ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს და პოლიციას აცნობეს, რის შემდეგაც ახალშობილი წნორის "არქიმედეს" კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების პირველადი ინფორმაციით, ჩვილს დაზიანებები არ აღენიშნება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენების მუხლით დაიწყო.

0

ავტორი: