რასიზმის გამო, HBO Max-მა ფილმი „ქარწაღებულნი" კატალოგიდან ამოიღო რასიზმის გამო, HBO Max-მა ფილმი „ქარწაღებულნი" კატალოგიდან ამოიღო /> "/> " />


  17:13:41     10-06-2020

რასიზმის გამო, HBO Max-მა ფილმი „ქარწაღებულნი" კატალოგიდან ამოიღო

a100100.jpg

HBO Max-მა საკუთარი პლატფორმიდან ფილმი „ქარწაღებულნი" ამოიღო. ამის მიზეზი, აშშ-ში მიმდინარე რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებია. კომპანია განმარტავს, რომ რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმდინარემიმდინარე აქციების ფონზე, სურათის ქვეტექსტი შესაძლოა მაყურებელმა არასწორად აღიქვას.  

HBO Max-ი აცხადებს, რომ 1939 წელს ფილმი იყო „იმ დროის პროდუქტი“ და შეიცავს ეთნიკურ და რასობრივ კონტექსტებს, რაც მაშინც არასწორი იყო და ახლაც არასწორია. 

კომპანიის განცხადებით, ფილმს მას შემდეგ დააბრუნებენ, რაც მის ისტორიულ კონტექტსზე დისკუსია გაიმართება.

ფილმი გადაღებულია მარგარეტ მიტჩელის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით და წარმოდგენილია მონების პერსონაჟები, რომლებიც, კმაყოფილნი არიან თავიანთი ყოფით და მონობის გაუქმების შემდეგაც ყოფილი მფლობელების ერთულები არიან.

Gone with the Wind(ქარწაღებულნი)-მა მიიღო 10 ოსკარი და  ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმად რჩება.

ჰატი მაკდანიელი გახდა პირველი შავი მსახიობი, რომელიც ნომინირებული იყო და გაიმარჯვა, აკადემიის პრემიაზე, მისი როლისთვის, როგორც საშინაო მოხელე მამი.

სცენარისტმა ჯონ რიდლიმ თქვა, რომ ფილმი აგრძელებს "ფერების მიხედვით ადამიანების მტკივნეულ სტერეოტიპების" დამკვიდრებას.

0

ავტორი: