11:06:40     10-06-2020
ბრაზილიის ანტირეკორდი - 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 32 091 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 32 091 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 739 503-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ 19-ით კიდევ 1 272 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა ამ დროისთვის 38 406-ს შეადგენს.
კოვიდინფიცირებულების რაოდენობის მიხედვით ბრაზილია მეორე ქვეყანაა მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ.
0