სომხეთის გენშტაბის უფროსი, რომლის შვილის ქორწილს კარანტინის დროს 100-ზე მეტი სტუმარი დაესწრო, თანამდებობიდან გადადგა სომხეთის გენშტაბის უფროსი, რომლის შვილის ქორწილს კარანტინის დროს 100-ზე მეტი სტუმარი დაესწრო, თანამდებობიდან გადადგა />


  00:23:15     09-06-2020

სომხეთის გენშტაბის უფროსი, რომლის შვილის ქორწილს კარანტინის დროს 100-ზე მეტი სტუმარი დაესწრო, თანამდებობიდან გადადგა

a100032.jpg

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი არტაკ დავთიანი, რომლის შვილის ქორწილსაც კარანტინის დროს 100-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, თანამდებობიდან გადადგა. შესაბამის განკარგულებას სომხეთის პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა. მის ნაცვლად, გენშტაბის უფროსად გენერალ-ლეიტენანტი ონიკ გასპარიანი დაინიშნა.

ქორწილი 7 ივნისს გაიმართა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დავთიანის შვილმა ჯვარი ჯერ წმინდა გაიანეს ტაძარში დაიწერა, შემდეგ კი ერთ-ერთ აგარაკზე წვეულება გამართა. ქორწილს 100-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებიც.

დღესვე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სხვა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებიც შეცვალა. კერძოდ, ეროვნული უშიშროების საბჭოს დირექტორად პოლკოვნიკი არგიშტი კიარამიანი დაინიშნა, პოლიციის უფროსად კი - ვაგე კაზარიანი.

სომხეთში კორონავირუსის გავრცელების გამო მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა შექმნილი. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 13 325 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 211 ადამიანი.

0

ავტორი: