ნიკოლ ფაშინიანმა კორონავირუსი დაამარცხა ნიკოლ ფაშინიანმა კორონავირუსი დაამარცხა />


  17:13:08     08-06-2020

ნიკოლ ფაშინიანმა კორონავირუსი დაამარცხა

a100026.jpg

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი ოჯახის წევრები კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. მისივე თქმით, განმეორებითი ტესტის პასუხები კორონავირუსზე უარყოფითია.

„ძვირფასო თანამემამულეებო, ახლახანს მივიღეთ განმეორებითი ტესტების პასუხები. ყველას პასუხი უარყოფითია. უარყოფითი პასუხები იყო გუშინაც. რა თქმა უნდა, ჩვენი ინფიცირების ვადები და პირობები უნდა გადაიხედოს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენ ყველანი გამოვჯანმრთელდით და იმუნიტეტი გვაქვს. სამსახურს ვუბრუნდები“ - წერს ფაშინიანი.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და მისი ოჯახის წევრებს კორონავირუსი 31 მაისს დაუდასტურდათ.

0

ავტორი: