14:19:19     05-06-2020
ვარკეთილში მამაკაცი, რომელიც საცხოვრებელ ბინაშია ჩაკეტილი, საკუთარი შვილების მიმართულებით ისროდა
ვარკეთილის მესამე მასივის მე-4 მიკროში 45 წლის მამაკაცი 15 წუთის განმავლობაში ისროდა ცეცხლსასროლი იარაღიდან საკუთარი შვილების მიმართულებით. გავრცელებული ინფორმაციით შვილებმა თავის დაღწევა შეძლეს და ისინი ამ წუთებში უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან.
სამართალდამცავები მამაკაცის ასაყვანად შტურმის დაწყებისთვის ემზადებიან. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
როგორც ადგილზე მყოფები აცხადებენ, მამაკაცს პათოლოგიური სიმთვრალე აქვს და ახლაც სწორედ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფება.
ადგილზე იმყოფება უფლებადამცველი დავით ცინცქალაძე, მისი თქმით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაშია და ოჯახის წევრების მისამართით მხოლოდ შესაშინებლად გაისროლა. უფლებადამცველის თქმით, მამაკაცი მონადირეა და იარაღიც სწორედ ამიტომ აქვს. დავით ცინცქალაძე მიიჩნევს, რომ დასაკავებლად შტურმი საჭიროა არაა და არსებობს რესურსი, რომ მამაკაცთან კონტაქტი პოლიციამ დაამყაროს და ისე დააკავონ.
0